თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ.
სტუდენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ დღეს უნივერსიტეტი გარკვეული „კლანის" მიერ იმართება, ხოლო ჯაბა სამუშიას რექტორად შესაძლო, დანიშვნა აბსოლუტურად მიუღებელია.
სტუდენტების მთავარი მოთხოვნაა - რექტორის არჩევის წესის ცვლილება და სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრების აშენება.
"ეს პროცესი არის არალეგიტიმური. ჯაბა სამუშია წინასწარ იყო რექტორის თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატი და უნივერსიტეტში არჩევნები ფორმალურად არის დანიშნული.", - განაცხადა "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წარმომადგენელმა, საბა ქერქაძემ.
ცნობისთვის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით დღეს აირჩევს.